ზეღდულეთის ღვთისმშობლის მცირე ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეღდულეთის ღვთისმშობლის მცირე ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზეღდულეთის ჩრდილოეთით. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (10,2X 5,2 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. აღმოსავლეთით გარედან შვერილი ხუთწახნაგოვანი, შიგნით ნახევარწრიული ღრმა აფსიდი აქვს. აფსიდის გარეთა წახნაგები და სარკმლები მოპირკეთებულია შირიმის ქვით. ეკლესიის დასავლეთ კედელში კარი და თაღოვანი სარკმელია, სამი ასეთივე სარკმელი აღმოსავლეთ კედელშია, ორი – სამხრეთისაში, დარბაზის გრძივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით დაახლოებით სამ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. გადახურვა კამაროვანი იყო. დასავლეთის ფასადზე, კართან, კირქვაზე ორი ვარდულია ამოჭრილი. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ კუთხეში, დაბლა, ქვაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიციც არ იკითხება.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები