ზისერმანი არნოლდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არნოლდ ზისერმანი – ეთნოგრაფი, მოღვაწეობდა კავკასიაში (1842-1866), გარდაიცვალა 1888 წ. მას ეკუთვნის თხუთმეტამდე ნარკვევი კავკასიის ხალხების შესახებს. ახლო გაეცნო ქართველ მთიელებს და გამოაქვეყნა საინტერესო წერილები ხევსურთა და ფშავთა ყოფა-ცხოვრებაზე: „Письма из Тионет” („Кавказ“, 1848, №6, 9), „Поездка в Шатиль“ („Кавказ“, 1847, № 18), „Из моих записок“ (К., 1846, № 22), „Очерки Хевсурии“ (К., 1851, № 20, 23, 24). აღსანიშნავია აგრეთვე ეთნოგრაფიული წერილები და გადმოცემები დაღესტნისა და ქისტეთის შესახებ: „Буба, лезгинская быль“ (К., 1846, № 44), „Черта жагестанских нравов“ (К., 1857, № 95), „Воспоминания о кистах“ (К., 1851, № 93, 94).

ე. არჯევანიძე


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები