ზმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზმა – იმპროვიზებული მეტყველების ერთ-ერთი სახე, სიტყვა, რომელიც შედგენილია პირველი სიტყვის ბოლო და მეორე სიტყვის წინა მარცვლებისაგან; უმეტესად წარმოითქმებოდა ზეპირად. განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ საქართველოში როგორც სალაღობო, სახუმარო (მოსწრებული, მახვილი) პოეტური თქმა. მას იყენებდნენ აგრეთვე საზოგადოებრივი ბრძოლის იარაღად და ცენზურის თვალის ასახვევად; მაგალითად, აკაკი წერეთელს ლექსში „გურული ნანა“ ზმით გამოყვანილი ჰყავს 1904 წლის რუსეთ-იაპონიის ომის დროს იაპონიის ჯარის მთავარსარდლის ოიამას სახელი.

ის რაც იყო, აღარ არის.
შეიცვლება დღეს თუ ხვალე,
გზა ტკეცილი დაგვიხვდება
ოი, ამას ვენაცვალე!

სოლომონ რაზმაძის ლექსში „დიანას“ მეჯლისი“ ზმებით არის ჩამოთვლილი შეთქმულებაში მონაწილე თორმეტი ქალის სახელი:

რომელ მა იკო ნა
ეს ვარდის კონა.

ან:

ვინ შესო ფიალა
მას ეტრფიალა… და ა. შ.

ზმებზეა აგებული ბესიკის ლექსიც, რომელიც ეძღვნება ჭადრაკს:

„იქიში ითქმის აქაშა, მათი რიდი მაქვს წონითა“ და ა. შ.



წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები