ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ფართო საზოგადოებასთან ერთად, შეიმუშავა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც აღწერს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სასურველ შედეგს (დოკუმენტი დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. განკარგულება #84, 2004 წლის 14 ოქტომბერი). ეროვნული სასწავლო გეგმა არის ერთ-ერთი მთავარი საშუალება ამ დოკუმენტის მიერ განსაზღვრული იდეალების მისაღწევად და, შესაბამისად, პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანის აღზრდას ემსახურება.


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები