ზოიძე ნიაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიაზ ზოიძე – ქართველი ჟურნალისტი და მწერალი. დაიბადა 1962 წლის 20 დეკემბერს, შუახევის რაიონში. 1979 წელს დაამთავრა შუახევის რაიონის ჯაბნიძეების საშუალო სკოლა, 1985 წელს – თბილისის პუშკინის (ახლანდელი სულხან-საბას) სახელობის ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: შუახევის რაიონული გაზეთის კორესპონდენტად, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის (ჯერ სპეციალისტად, შემდეგ ხელმძღვანელად); იყო აჭარის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, გაზეთ „აჭარის“ რედაქტორი, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

ავტორია ექვსი წიგნისა: „იერუსალიმში“ (2005), „აჭარა – ფარი საქართველოსი“ (2013), „ნეტაი ადრე მოსულიყავი“ (2017), „თან მეტირება, თან მეცინება“ (2018), „გომარჯოს ფერეიდანს“ (2019), „რა დამავიწყებს“ (2019).

ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ნიაზ ზოსიძის ბიოგრაფია შეტანილია კრებულში – „ვინ ვინ არის“ (2002, ქ. თბილისი).

1989 წლიდან საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრია, 2019 წლიდან – საქართველოს მწერალთა კავშირისა.

წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები