ზრდის ტემპი (ეკონომიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზრდის ტემპი - (growth rate), ეკონომიკურ ანალიზში ფართოდ გამოყენებული მაჩვენებელი. გამოხატავს დროის გარკვეულ პერიოდში მოცემული სიდიდის რაოდენობრივი პარამეტრების ცვლილებას პროცენტებით, გვიჩვენებს რამდენი იყო და რამდენი გახდა.