ზუავები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზუავები - (ფრანგული zouaves, ალჟირის ერთერთი ბერბერული ტომის არაბული სახელწოდებიდან – ზუაუა), მსუბუქი ქვეითი ჯარის გვარეობა XIX–XX საუკუნეებში საფრანგეთის კოლონიურ ჯარებში. შედგებოდა ფრანგებისა და არაბებისაგან.
ზუავები ეწოდებოდათ აგრეთვე მოხალისეთა ფორმირებებს აშშ-ში 1861–65 წლების სამოქალაქო ომის დროს, პოლონელთა აჯანყების დროს რუსეთის წინააღმდეგ (1863–64) და სხვა.