ზურაბაშვილი გიორგი
გიორგი ზურაბაშვილი – (George Zurabashvili), ქართველი დიპლომატი, 2019 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში.
დაიბადა 19 მაისი 1967 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1995 – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი;
1989-1992 – თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა;
1984-1989 – თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრი ენათმეცნიერებაში.
სამუშაო გამოცდილება:
1992-1993 – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – მინისტრის მოადგილის ასისტენტი;
1993-1996 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობები;
1996-2002 – საქართველოს სახელმწიფო კანცელარია პროტოკოლის დეპარტამენტი, უფროსის პირველი მოადგილე;
2002-2003 – საქართველოს მთავრობის კანცელარია სახელმწიფო მინისტრის აპარატი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
2003 წელს – საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, გენერალური მდივანი;
2004-2005 – დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი, დირექტორი;
2005-2012 – საქართველოს მთავრობის კანცელარია პროტოკოლის დეპარტამენტი, დირექტორი;
2012-2013 – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო აღმასრულებელი დირექტორი;
2013-2014 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი, დირექტორი;
2014-2019 – ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
2019-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში.
ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.