ზურაბიშვილი ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილია ზურაბიშვილი – (18.III. 1872, ყვარელი, - 29.III. 1955, თბილისი), მწერალი, ხელოვნებათმცოდნე. აღსანიშნავია ზურაბიშვილს მოღვაწეობა მუსიკიმცოდნეობის დარგში. მას ეკუთვნის გამოკვლევები: „კახური მრავალჟამერი,“ „ურმული“, „ცეკვა ქართული“ (წიგნში- „ხალხის შემოქმედებითი გენია“ (1949); მონოგრაფიული ნაშრომები: ვანო სარაჯიშვილი (1939), ნიკო ქუმსიაშვილი (1940), ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი(“1941). ამ ნაშრომებით ზურაბიშვილმა ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ქართულ სამუსიკო კრიტიკას, როგორც ქართული მუსიკისმცოდნეობის დარგს. ზურაბიშვილმა შექმნა ქართველ მსახიობთა შთამბეჭდავი პორტრეტები, დაგვიტოვა მოგონებები ილია ჭავჭავაძე (1939), აკაკი წერეთელზე (1942), ნიკო ლორთქიფანიძეზე და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები