ზურაბ აბდუშელიშვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ აბდუშელიშვილი

აბდუშელიშვილი ზურაბ – (Zurab Abdushelishvili), ქართველი დიპლომატი, 2019-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში.

დაიბადა 1 იანვარი, 1967 წელი, ქ. ფოთი, საქართველო.

განათლება:
1994 წელს – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, იურისტ-სამართალმცოდნის სპეციალობით.


სამუშაო გამოცდილება:
1987-1988 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილე;
1988-1990 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო აქტების კოდიფიცირების განყოფილების სპეციალისტი;
1990-1992 – საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანაშემწე;
1992-1993 – საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლო გადაწყვეტილებებზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი;
1993-1997 – ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი;
1997-2000 – საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს საერთაშორისო სამმართველოს უფროსი;
2000-2004 – საქართველოს ტელეკომის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
2005-2019 – შპს „ტრანსლოუდის“ დირექტორი.

ენები: ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები