ზურაბ ქვლივიძის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ ქვლივიძის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ახალი კუკია); არნოლდ ჩიქობავას ქუჩიდან ტერენტი გრანელის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 40-იან წლებში. ადრე ერქვა აგურის ქუჩა (სახელწოდება უკავშირდება ქუჩაზე მდგარ აგურის ქარხანას). 1875 წელს დაერქვა ქალაქისთავის – ი. თუმანოვის (თუმანიშვილის) სახელი (დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე). 1923 – მიხეილ ბოჭორიშვილის (ძვ. რევოლუციონერი), 1958 წელს – მ. ბოჭორიძის, ხოლო 1992 წელს – ვ. ჩერქეზიშვილის, 2007 წელს ზ. ქვლივიძის სახელი ეწოდა. აქვს 1 შესახვევი.