ზურგის ტვინის ხმობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურგის ტვინის ხმობა - (tabes dorsalis), მესამე სტადიის სიფილისის – ნეიროსიფილისის გამოვლინება, რომელიც ავადმყოფთა მცირე ნაწილში დაინფიცირების შემდეგ 8-12 წელიწადში ვლინდება.
პათოლოგიური პროცესი წარმოადგენს დორზალური სპინალური ფესვების და ზურგის ტვინის უკანა სვეტების ანთებას, შემდგომი ატროფიით. ხშირია, აგრეთვე, მხედველობითი ნერვების პირველადი ატროფია.
აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: ატაქსია, ქვედა კიდურების მჩხლეტავი ტკივილები, მხედველობის დარღვევა, შარდის შეუკავებლობა, ტროფიკული აშლილობები, მაგ.: ართროპათია და პერფორირებული წყლულები.
პროგნოზი შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს, ისევე, როგორც მკურნალობით მიღებული ეფექტი. ფსიქიკური აშლილობები დაავადების დომინანტურ გამოვლინებას არ წარმოადგენს, მაგრამ შესაძლებელია დეპრესია.