ზუროშვილი ნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუროშვილი ნელი − (1951), პოეტი. დაიბადა თელავში. 1968 წელს დაამთავრა თელავის რუსული საშუალო სკოლა, 1971 წელს – თელავის სამუსიკო სასწავლებელი, 1978 წელს − ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1994 წელს − საქართველოს ხელოვნების აკადემია ფორტეპიანოს სპეციალობით.


მე და ქარი
ამინდი თბილი, ირგვლივ სიმშვიდე,
უქაროდ მომწყინდა... უეცრად ქარმა,
რომ არ ველოდი, ფოთლები მოწყვიტა,
ხე გააშიშვლა, წელში მოღუნა
და შეარხია: ქარმა ფოთლების
ოქროს სამოსი შემომახვია.
გაგიჟებულმა ცისფერი კაბა
შემომახია! და მერე ისევ
ოქროს ფოთლების ოქროს სამოსი
ძალზე სათუთად, თითქოს პატარას,
შემომახვია.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები