კუდჩხვლეტია სკაროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზღვის კატა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუდჩხვლეტია სკაროსი – Trygon pastinaca (Linne)

კლასი: ხრტილოვანი თევზები
რიგი: სკაროსები
ოჯახი: კუდჩხვლეტია სკაროსები
გვარი:კუდჩხვლეტია სკაროსები

კუდჩხვლეტია სკაროსი (ზღვის კატა) გავრცელებულია ხმელთაშუა და შავ ზღვაში. შედის ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში. სიგრძით ერთ მეტრს აღწევს, ჩვეულებრივი სიგრძე კი 60-70 სანტიმეტრია.

ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა

თბილი წყლების, ზღვის ფსკერის მკვიდრი თევზია, რომელიც ხშირად სილაში ეფლობა. ირჩევს საშუალო და მცირე სიღრშეებს. ღვიძლი 65%- მდე ცხიმს შეიცავს და მდიდარია ანტირაქიტული ვიტამინით. მისი კანისაგან შეიძლება თხელი და გამძლე ტყავის დამზადება.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები