კუდჩხვლეტია სკაროსების ოჯახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კუდჩხვლეტია სკაროსების (ზღვის კატები) ოჯახი – Trygonidae.
კლასი: ხრტილოვანი თევზები
რიგი: სკაროსები
თევზების ოჯახი სკაროსების რიგისა. სხეული ჩვეულებრივ შიშველია. კუდის ღეროს ბოლოზე ზურგის ფარფლები არ გააჩნია. კუდის ფარფლი არ მოეპოვება. კუდის ღეროზე გრძელი, ხერხისნაირი კაკვებიანი ეკალი – მახათი აქვს. ამ ოჯახიდან შავ ზღვაში გაგრცელებულია ერთი გვარი – კუდჩხვლეტია სკაროსები Trygoni.