ზღურბლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზღურბლი

ზღურბლი – სახლის აუცილებელი ნაწილი, რომლის გადალახვით შევდივართ სახლში ანუ გარე სივრციდან შიდა სივრცეში, ანუ ზღურბლი ამ ორი სივრცის გამყოფია. კარის ჩარჩოს ქვედა გამოტანილი ძელი ან ის უხილავი ხაზი, რომელიც გასდევს დახურულ კარს იატაკზე. კარის ქვეშ გადასასვლელზე დადებული დირე; იატაკის ის ნაწილი, რომელიც გასდევს მიხურულ კარს.

ზღურბლზე მდგარი კაცი არც ერთს მხარეს არ ეკუთვნის არც გარეს, არც შიდას. ამიტომაც ხალხის რწმენით, ზღურბლი მოსარიდებელი ადგილია. მასზე გადაბიჯება მიპატიჟების გარეშე არ შეიძლება. ზღურბლზე არ ჩერდებიან (ან უნდა შეხვიდე შიგნით ან უკან დაბრუნდე), არ შეიძლება არც ლაპარაკი, არც ხელის ჩამორთმევა. ალექსანდრე ყაზბეგი წერს ერთ თავის რომანში: „ნაბდიანები გარეთ დარჩნენ, რადგანაც მთის ჩვეულებით, სანამ მასპინძელი არ გამოვიდოდა..., ისინი კარის ზღურბლს ვერ გადასცდებოდნენ.“ ზღურბლის გადალახვა ადამიანის მდგომარეობის შეცვლის, ერთი ყოფიდან მეორე ყოფაში გადასვლის, ადამიანის ფერისცვალების სიმბოლოა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები