თაბაგარი მარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარი თაბაგარი

თაბაგარი მარი – (1975), პოეტი. დაიბადა ჭიათურაში. დაამთავრა სოფელ ხალიფაურის საშუალო სკოლა და შემდეგ სწავლა გააგრძელა სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობიდანვე მუშაობდა „ქალთა გაზეთში” კორესპონდენტად. ასევე მუშაობდა ტელეკომპანია პირველი არხის შოუ-პროგრამა „ჩემი მშვენიერი ლედის“ სცენარისტად. მისი ლექსები დაიბეჭდა „მზის არილის” სამ ტომში, ასევე გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში”, ჟურნალ „ოლეში”. მისი სცენარით დაიდგა სპექტაკლი „სიზმარა” საბავშვო თეატრ „მეორე სახლში”.


* * *
ნდობა – ძნელად საპოვნელი განძი,
ერთგულება – საარაკო ოდა,
სიყვარული, იდუმალი მაინც,
გამეტებით არასოდეს მთმობდა...
ნაბიჯს არ ვდგამ წარსულისკენ ერთსაც,
მინდა თვითონ აუჩქარო ფეხი;
დამეწიე თუ გიყვარვარ, ჰოდა,
შენში ისევ დამანახე ღმერთი!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები