თაბაგარი სანდრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სანდრო თაბაგარი – დაიბადა 1964 წლის 19 იანვარს საჩხერეში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1987).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა საბანკო და იურიდიულ საქმიანობას.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი.