თაბაშირცემენტპუცოლანიანი შემკვრელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაბაშირცემენტპუცოლანიანი შემკვრელიშემკვრელი საშენი მასალა, რომელიც მიიღება სამშენებლო თაბაშირისა და სხვა ტიპის თაბაშირის შემკვრელის პორტლანდცემენტთან (ან პუცოლანურ პორტლანდცემენტთან) და მჟავურ ჰიდრავლიკურ დანამატებთან (ტრეპელი, დიატომიტი, ვულკანური ფერფლი, მურა ნახშირის ნაცარი და სხვ.) შერევით. თაბაშირცემენტპუცოლანიან შემკვრელს აქვს ჰიდრავლიკური გამყარებისა და მაღალი წყალმედეგობის უნარი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები