თაგვისარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თაგვისარა

თაგვისარა – (Ruscus aculeatus L.); ოჯახი: თაგვისარასებრნი (Ruscaceae). დაბალი, 30-50 სმ სიმაღლის ბუჩქია, მორიგეობით განლაგებული ტოტებით. კლადოდიუმები პატარა ზომისაა – 1-3 სმ სიგრძის, ხეშეში, ტყავისებური, ლეგა, მუქი მწვანე, ლანცეტა გრძლად წაწვეტებული და წვრილი ეკლით დაბოლოებული. კლადოდიუმის მთავარი ძარღვი კარგად არის გამოსახული. ყვავილი – 1-2, რომლებიც სხედან კლადოდიუმების ქვედა მხარეზე. ყვ. ნაყ. II-IV. იზრდება მთის ქვედა სარტყელში, სადაც ქმნის რაყებს, აგრეთვე შედის მარადმწვანე ქვეტყის შემადგენლობაში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები