თავანის სართული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავანის სართულიაჭარულ სახლში თავანის სართული ქანობიანი სახურავის ქვეშ არსებულ შიდა სივრცეს ეწოდებოდა. სივრცე აჭარული სახლის სისტემაში სამეურნეო დანიშნულებისათვის იყო გამოყენებული. აქ საზამთრო ბეღელი თუ სასიმინდე შიგ შედგმული იყო. იქვე იყო ე. წ. ქორი, რომელიც მცირე ზომის ოთახს, სხვადასხვა წვრილმანების შესანახ სათავსოს წარმოადგენდა. ზოგჯერ ქორში სიმინდის გარჩევა თუ ამ ტიპის სხვა საქმიანობაც მიმდინარეობდა. წარსულში ქორს ახალგზარდა წყვილი საძინებლადაც იყენებდა. თავანის სართულს, სადაც ბეღელი იყო შედგმული, ასასვლელი შუადერეფნიდან ჰქონდა. ასვლა ჩვეულებრივი კიბის ანდა ე. წ. „პწკალას“ საშუალებით ხდებოდა. პწკალა იტალიურ-თურქული ტრანსკრიფციის სიტყვაა, რომელიც საფეხურებ-ამოჭრილ მორს ნიშნავდა. სამეგრელოში მას „ტკვაჯას” ეძახდნენ, რომელიც ორი სიტყვისაგან იყო ნაწარმოები: „ტკვა” – საფეხურს, ხოლო „ჯა” – ხეს აღნიშნავდა.



ლიტერატურა

მენთეშაშვილი. 1937:141; ადამია, 1956:38; 1967:3-12; 1967; რობაქიძე, 1960

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები