თავართქილაძე ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი თავართქილაძე

ირაკლი თავართქილაძე – (Irakli Tavartkiladze), ქართველი დიპლომატი, ქალაქ ბათუმის მერი, 2007-2012 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის, ხორვატიისა და სერბეთის რესპუბლიკებში.

დაიბადა 26 ივნისი,1975 წელი, ქ. ბათუმი, საქართველო.

განათლება:
1991-1995 – თბილისის სასულიერო სემინარია;
1998-1999 – კირილესა და მეთოდეს სახ. ლიცეუმი, კილკიზი, საბერძნეთი;
1999-2004 – არისტოტელეს სახ. უნივერსიტეტი; თესალონიკი, საბერძნეთი; ბიზანტიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტი, მაგისტრი;
2014-2015 – ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის;
2015-2016 – თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, ევროსაბჭო.

სამუშაო გამოცდილება:
1994-1996 – ბათუმის სასულიერო სემინარია, ლიტურგიკის ლექტორი;
1996-1998 – ხულოს სასულიერო სასწავლებელი; პრორექტორი,რელიგიათმცოდნეობის ლექტორი;
2004-2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საკონსულო დეპარტამენტი. სავიზო სამმართველო მთავარი სპეციალისტი;
2005-2005 – აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე;
2005-2006 – აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი;
2006-2007 – ქალაქ ბათუმის მერი;
2012-2013 – ქართული სალოკომოტივო კომპანია. დირექტორის მოადგილე;
2013-2016 – აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო. პოლიტიკური და მედია მრჩეველი;
2016 – სს „აჭარა ტურის“ გენერალური დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ, ბერძნულ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
ღირსების ორდენი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები