თავდაცვითი ზღუდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თავდაცვითი ზღუდე - ადგილმდებარეობის ზოლი (მონაკვეთი), რომელიც თავდაცვითი მოქმედებების საწარმოებლად ჯარების მიერ დაკავებულია ან საინჟინრო თვალსაზრისით მომზადებულია დასაკავებლად.
განასხვავებენ პირველ ზღუდეს (მთავარი ზოლი), შუალედურ და სათადარიგო ზღუდეებს (თავდაცვაში და უკან დახევისას), არმიის, დაჯგუფების ზღუდეებს (ზოლებს). თავდაცვის სიღრმეში შეიძლება შეიქმნას წამკვეთი თავდაცვითი ზღუდეები.