თავდაცვის საკმარისობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდაცვის საკმარისობა - სახელმწიფოს (სახელმწიფოთა კოალიციის) სამხედრო ძლიერების მდგომარეობა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია პოტენციური მოწინააღმდეგის შეკავება აგრესიისგან და მისი მოგერიება, მაგრამ გამორიცხულია უეცარი თავდასხმისა და ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების მოწყობა შეიარაღებული ძალების დამატებითი გაშლისა და მათი საბრძოლო ძლიერების ზრდისთვის სხვა ღონისძიებების გატარების გარეშე; სამხედრო აღმშენებლობის პრინციპი, რომელიც მოითხოვს ყველა ღონისძიების გატარებას სამხედრო დარგში სახელმწიფოს ეკონომიკური შესაძლებლობების და ომის რეალური საფრთხის დონის შესაბამისად.

სამხედრო-სტრატეგიულ სფეროში თავდაცვის საკმარისობის პრინციპის რეალიზაცია გულისხმობს:

  • სამხედრო დოქტრინისთვის თავდაცვითი ხასიათის მინიჭებას;
  • სტრატეგიული ბირთვული ძალების სახელშეკრულებო კვოტების დაცვას, უარის თქმას პირველობაზე ბირთვული იარაღის გამოყენებაში;
  • საერთო დანიშნულების ძალების შემადგენლობაში შეტევითი ფორმირებების შეზღუდვას და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები