თავდაცვის შესახებ ხუთმხრივი შეთანხმება 1971
თავდაცვის შესახებ ხუთმხრივი შეთანხმება (ANZIUK) 1971 - დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, მალაიზიისა და სინგაპურის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი. სახელი ეწოდა ძირითადი მონაწილე სახელმწიფოების სახელწოდების საწყისი ასოების მიხედვით - ANZIUK.
ხუთმხრივი შეთანხმება დაიდო ამ ქვეყნების ლონდონის თათბირზე (15-16 აპრილს) თავდაცვის მინისტრების ერთობლივი კომუნიკეს ფორმით, ძალაში შევიდა 1971 წლის 1 თებერვალს.
ხუთმხრივი შეთანხმების მიზნად გამოცხადდა „მალაიზიისა და სინგაპურის დაცვა გარეშე თავდასხმისაგან“. ხუთმხრივი შეთანხმების შესაბამისად, შეიქმნა ANZIUK-ის გაერთიანებული შეიარაღებული ძალები. დიდი ბრიტანეთი ასე აკისრებდა თავისი სამხედრო ხარჯების ნაწილს ხუთმხრივი შეთანხმების მონაწილე მოკავშირეებს. აშშ ANZIUK-ს მიიჩნევდა ამერიკის პარტნიორთა სამხედრო კოალიციის ერთ-ერთ პოტენციურ კომპონენტად მსოფლიოში ან რეგიონში ვითარების მკვეთრი გამწვავების შემთხვევაში.