თავისუფალი მეტყველება და სამეტყველო პროდუქციის მოცულობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თავისუფალი მეტყველება და სამეტყველო პროდუქციის მოცულობა - (word processing and autput), მეტყველების პროცესში სიტყვათა სწრაფი წარმოთქმა, ექსპრესიული მეტყველების მოშლისას თავისუფალი მეტყველების დარღვევა და სამეტყველო პროდუქციის მოცულობის შემცირება შეიძლება გამოვლინდეს საუბარში შეფერხებებითა და წყვეტილობით, სიტყვათა მარაგის შეზღუდულობით, განზოგადებათა ჭარბი გამოყენებით; წინადადებები შეიძლება იყოს ძალიან მოკლე, ხოლო საუბარი – ტელეგრაფიული სტილის, კავშირებისა და წინდებულების გამოტოვებით.