თავკომბალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავკომბალა

თავკომბალა - (Echinops sphaerocephalus L.); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით – 0.5-1.5 მ. ზედა ნაწილში დატოტვილია, ღარებიან-წიბოებიანი, თეთრი, აბლაბუდასებური და ჯირკვლოვანი შებუსვით. მთელი მცენარე შეფოთლილია. ფოთლები თხელია ან ტყავისებური, მწვანე. ქვედა ფოთლები ყუნწიანია. ფრთისებურად განკვეთილი, კიდეეკლიანი, ზედა მხარეზე შებუსული ან ჯირკვლოვანი. ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა, ზედა ფოთლები დაკნინებული. თავაკი მრავალია, კენწრული. მღვრიე ცისფერი ან ცისფერი. ყვ. ნაყ. VII-VIII. კახეთში ფართოდ არის გავრცელებული მშრალ, ბალახიან ფერდობებზე, ტყის პირებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები