თამაზაშვილი შორენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თამაზაშვილი შორენა – (1976), პოეტი. დაიბადა სოფელ კახისთავში (ისტორიული ჰერეთი, საინგილო). თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1989 წელს დაწერა პირველი ლექსი და მიუძღვნა 9 აპრილის ტრაგედიას. ამჟამად მუშაობს პედაგოგად თბილისის 139-ე საშუალო სკოლაში.
- ჩემი ბავშვობა
- ...ჩემი ბავშვობა დარჩა იქ, სადაც
- მიუწვდომელი დიდი მთებია,
- მე დღესაც მახსოვს შუბლდაღარული,
- თმაშევერცხლილი ტკბილი ბებია.
- ის მოთიბული ბალახიც მახსოვს,
- სამყურას სუნი ცელს შერჩენია,
- მე იქ აღარ ვარ, მაგრამ ის წყალი,
- ის მთა, მინდორი ისევ ჩემია.
- ჩემი კლდეები, ვაზი, მტევნები,
- დღესაც, ვით მაშინ, ისევ მხვდებიან,
- იქ ცაც სულ სხვაა, ხასხასა, მშვიდი,
- ჯერ არნახული ლურჯი ფერია.
- ჩემი ბავშვობა დარჩა იქ, სადაც
- მიუწვდომელი, დიდი მთებია,
- მე დღესაც მახსოვს შუბლდაღარული –
- ლოცვას მითვლიდა ტკბილი ბებია.