თამამშევი ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ მიხეილის ძე თამამშევი

ვასილ მიხეილის ძე თამამშევი − (26.07.1859 – 01.03.1932), სომეხი გენერალ-მაიორი (06.12.1913).

დაიბადა ტფილისში. ცნობილი საზოგადო მოღვაწის და I გილდიის ვაჭრის, კომერციის მრჩევლის მიხეილ თამამშევის შვილია. დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი 1878 წელს. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) ომში. ომის დროს მსახურობდა ოფიცრად 140-ე ქვეით პოლკში.

1882-1890 წ.წ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალთან, დავალებათა ოფიცრად.

1899-1901 წ.წ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალთან, დავალებათა ობერ-ოფიცრად.

1903-1909 წ.წ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში და, 1908 წლიდან პარალელურად იყო ტფილისის სახაზინო თეატრის დირექტორი.

1907 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1909-1913 წ.წ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის მეფისნაცვალთან დავალებათა შტაბ-ოფიცრად.

1914-1917 წ.წ. მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალთან პირველი მსოფლიო ომის სამხედრო მოქმედებათა თეატრიდან ლტოლვილთა მოწყობის სამმართველოს მთავარ რწმუნებულად.

1916 წლიდან მსახურობდა კავკასიის არმიის მთავრსარდალთან დავალებათა გენერლად.

1910 წლიდან იყო ტფილისის გუბერნიის ციხეების მზრუნველთა კომიტეტის საპატიო წევრ-დირექტორი, ტფილისის საცხენოსნო საზოგადოების მმართველობის წევრი და კავკასიის სახვითი ხელოვნების საზოგადოების ვიცე-თავმჯდომარე.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით:

წმ.ანას II ხარ.(1912),
წმ.სტანისლავის III (1888) და II ხარ. (1910)
წმ.ვლადიმერის IV ხარ. (ოცდახუთწლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის - 1908) ორდენებით.

მიღებული ჰქონდა სპარსეთის „ლომისა და მზის“ I ხარ. ორდენი,
ბუხარის „ამომავალი მზის“ II ხარ.(1893), ორდენები.
იტალიის „გვირგვინის“ კავალერთა ჯვარი (1891).

1918 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. დაკრძალულია იქვე.

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები