თამარაშვილი ზაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაზა თამარაშვილი

ზაზა თამარაშვილი – (16.X.1971, ახალციხე) ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი. რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი.

1993 დაამთავრა თსუს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1993-97 მუშაობდა თსუ ახალციხის ფილიალის მათემატიკა-ასტრონომიის კათედრაზე. 1996- 2014 ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორად, 2014-16 ქ. ახალციხის ვიცე მერად. 2016-18 ახალციხის (რაბათის) ციხის დირექტორად. 2018-იდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი. მას აქვს დიდი დიაპაზონის, ლამაზი ტემბრის ძლიერი ხმა, შესანიშნავად ფლობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სასიმღერო ფოლკლორს. მან დიდი წვლილი შეიტანა მესხეთში საგუნდო ხელოვნების განვითარებაში, განსაკუთრებით მესხური ხალხური სიმღერების აღდგენა პოპულარიზაციის საქმეში. თამარაშვილმა ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ანსამბლებს „თამარიონი“, „შავლეგო“, „ფესვები“. 2005- დან დღემდე ხელმძღვანელობს ანსამბლ „მესხეთს“, რომელსაც 2014 გაუხსნეს ვარსკვლავი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, 2010 გამოვიდა კომპაქტდისკი „მესხური ხალხური სიმღერები“, 2015 თამარაშვილის მიერ შესრულებული მესხური ხალხური სიმღერა „მამლი მუხასა“ ჩაწერილია კომპაქტდისკში „ეს საქართველოა“.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები