თამარის ეპიტაფია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თამარის ეპიტაფია − პირველი პირით ნათქვამი ხალხური ლექსი. მასში ასახულია თამარ მეფის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. თამარის ეპიტაფიაში თავისებური პოეტური ხერხით, რეალისტურად და ნაწილობრივ ფანტასტიკურადაც წარმოსახულია თამარის დროინდელი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიური აღორძინება. ეპიტაფია ასახავს თამარ მეფის მიერ გაჩაღებული დიდ მშენებლობას. ზოგიერთ ვარიანტში კონტამინირებულია თამარის ქორწინების ლექსი („საქართველოს დედოფალი“). თამარის ეპიტაფია ჩაწერილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში.
ქს. სიხარულიძე
ლიტერატურა
- ს. ცაიშვილი, თამარ-მეფე ხალხურ სიტყვიერებაში, 1913;
- ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, II, 1961;