თამარ აბაკელიას ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თამარ აბაკელიას ქუჩა – ქუჩა თბილისში; ძველი თბილისის რაიონი (მთაწმინდა); მისასვლელი ძმები ზუბალაშვილების ქუჩიდან. წარმოიქმნა XIX ს. II ნახევარში. თბილისის 1867 წ. გეგმაზე დატანილია როგორც არსენალის შეს., 1897 წ. გეგმაზე – როგორც მცირე სასამართლოს ქუჩა, 1923-იდან – ტრიბუნალის შესახვევი, შემდეგ კი ახალი ტრიბუნალის ქუჩა. ერქვა. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა მოქანდაკე თ. აბაკელია, რომლის გარდაცვალების შემდეგ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. შეტანილია თბილისის ქუჩების 1955 წ. ცნობარში. ხუროთმოძღერული თვალსაზრისით საინტერესოა XX ს. დასაწყისის საცხოვრებელი სახლი №7.