თამასუქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამასუქი − (bill of exchange, draft, promissory note) [გერ. wechsel] - კანონით დადგენილი ფორმის წერილობითი საგადასახადო ვალდებულება, ფულადი დოკუმენტი, მსესხებლის მიერ გაცემული კრედიტორის სახელზე, რომლითაც ამ უკანასკნელს ენიჭება უფლება, მოსთხოვოს მსესხებელს თამასუქში მითითებული თანხის გადახდა განსაზღვრულ ვადაში. საერთაშორისო ვაჭრობაში თამასუქი ანგარიშსწორებისა და კომერციული დაკრედიტების ერთერთი ძირითადი საშუალებაა. თამასუქი ორი სახისაა: მარტივი და გადასაპირებელი.

სარჩევი

მარტივი თამასუქი

(promissory note) - ვალდებულება განსაზღვრული თანხის გადახდის შესახებ გარკვეული დროის განმავლობაში. მარტივი თამასუქი მოიცავს:
1. დასახელებას „თამასუქი”, რომელიც ჩართულია ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც ეს დოკუმენტია შედგენილი;
2. მარტივ დაპირებას განსაზღვრული თანხის გადახდის შესახებ, რაც არაფრით არ არის შეპირობებული;
3. გადახდის ვადის მითითებას;
4. იმ ადგილის აღნიშვნას, სადაც თანხა უნდა გადაიხადონ;
5. იმ პირის დასახელებას, ვისთვის ან ვისი ბრძანებითაც უნდა გადაიხადონ;
6. თამასუქის შედგენის თარიღისა და ადგილის მითითებას;
7. თამასუქის გამცემი პირის ხელმოწერას. გადასაპირებელი თამასუქისაგან განსხვავებით, მარტივ თამასუქში არ არის მითითებული გადამხდელი. მარტივ თამასუქს გამოწერს და ხელს აწერს მევალე.

გადასაპირებელი თამასუქი

(ტრატა) (bill of exchange, draft) - ბრძანება კონკრეტულიპირის (მევალის) მიმართ მესამე პირისათვის (რემიტენტისათვის) გარკვეულ დროში განსაზღვრული თანხის გადახდის შესახებ. იგი შეიძლება გადავიდეს ხელიდან ხელში გადაცემის წარწერის (თამასუქზე წარწერის) მეშვეობით. გადასაპირებელი თამასუქი მოიცავს:
1. ტექსტში ჩართულ სიტყვას „თამასუქი”, შეტანილს იმ ენაზე, რომელზეც თვით დოკუმენტია შედგენილი;
2. დაპირებას განსაზღვრული თანხის გადახდის შესახებ, რაც არაფრით არ არის შეპირობებული;
3. გადამხდელის ვინაობას;
4. გადახდის ვადის მითითებას;
5. იმ ადგილის აღნიშვნას, სადაც თანხა უნდა გადაიხადონ;
6. იმ პირის დასახდასახელებას, ვისთვის ან ვისი ბრძანებითაც უნდა გადაიხადონ ფული;
7. თამასუქის შედგენის თარიღისა და ადგილის მითითებას;
8. თამასუქის გამცემი პირის ხელის მოწერას. მარტივი თამასუქისაგან განსხვავებით, გადასაპირებელ თამასუქში მითითებულია გადამხდელის ვინაობა. გადასაპირებელ თამასუქს გამოწერს და ხელს აწერს კრედიტორი.

თამასუქის დისკონტი

(bill discounting) - თამასუქის განაღდება ბანკების ან კერძო პირების მიერ მისი ვადის გასვლამდე პროცენტის გამოქვითვით.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები