თანადამოკიდებული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანადამოკიდებული - (codependent), ნათესავი, ახლობელი მეგობარი ან კოლეგა ალკოჰოლზე ან სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული პიროვნებისა, რომელიც თავისი მოქმედებით მიისწრაფვის ამ დამოკიდებულების შენარჩუნებისაკენ და ამგვარად აფერხებს გამოჯანსაღების პროცესს.

70-იანი წლებისათვის შემოღებული იყო ტერმინები „თანაალკოჰოლიკი“ და „თანაალკოჰოლიზმი“, განსაკუთრებით ალკოჰოლიკის მეუღლის მიმართებაში. ალკოჰოლიზმის ტერმინიდან ალკოჰოლური დამოკიდებულების ტერმინზე გადასვლასთან დაკავშირებით, შემოვიდა ტერმინი „თანადამოკიდებული“ ან „თანადამოკიდებულება“. ზოგიერთი ავტორი თანადამოკიდებულებას აფასებს როგორც ფსიქიკურ აშლილობას აღნიშნული ტერმინი ამჟამად გამოიყენება ფიგურალური მნიშვნელობითაც იმ მიკროსოციალური ჯგუფთან ან საზოგადოებასთან მიმართებაში, რომელიც ხელს უწყობს პიროვნების დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები