თანაზომადი და არათანაზომადი (უთანაზომო) სიდიდეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანაზომადი და არათანაზომადი (უთანაზომო) სიდიდეები – ორი ერთგვაროვან სიდიდეს (მაგ., სიგრძეებს, ფართობებს და სხვ.) ეწოდება თანაზომადი, თუ მათ აქვთ საერთო საზომი (რომელიც ორივე სიდიდეში მთელ რიცხვჯერ მოთავსდება).

ორ ერთგვაროვან სიდიდეს ეწოდება არათანაზომადი, თუ მათ არა აქვთ საერთო საზომი. არათანაზომადი სიდიდეების მაგალითებია კვადრატის გვერდისა და დიაგონალის სიგრძეები, წრეწირისა და მისი დიამეტრის სიგრძეები.

თანაზომადი სიდიდეების ფარდობა – რაციონალური რიცხვია, არათანაზომადი რიცხვების ფარდობა კი - ირაციონალური რიცხვი.

არათანაზომადი სიდიდეების აღმოჩენა ძველი ბერძნული მათემატიკის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები