თანამგზავრული კავშირგაბმულობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანამგზავრული კავშირგაბმულობა - კავშირი დედამიწისეულ პუნქტებსა და კოსმოსურ აპარატებს შორის, ორ ან რამდენიმე დედამიწისეულ ობიექტს შორის კოსმოსურ აპარატზე დაყენებული რეტრანსლატორების მეშვეობით, ორ ან რამდენიმე კოსმოსურ აპარატს შორის.

ხელოვნური თანამგზავრ-რეტრანსლატორების გამოყენება საშუალებას იძლევა, გადაიჭრას ცალკეულ რაიონებს შორის გლობალური კავშირის პრობლემა, აგრეთვე ამ რაიონებში განლაგებული ჯარების (ძალების) მართვის ამოცანა.

თანამგზავრული კავშირგაბმულობის სადგურები წარმოადგენენ თანამგზავრული კავშირგაბმულობის კომპლექსის შემადგენელ ელემენტებს. ისინი განკუთვნილია ჯარების მართვის ინტერესების შესაბამისი მრავალარხიანი სატელეფონო-სატელეგრაფო რადიოკავშირის უზრუნველსაყოფად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები