თარგამაძე ნაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თარგამაძე ნაზი — (1929 – 2010), საბავშვო პოეტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ბორჯომში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალებში – „მნათობი” და „საქართველოს ქალი”. გამოცემული აქვს კრებულები: „მეგობრები მოდიან”, „ვინ არის ამის მხატვარი” (1975), „მოგეფერებით ლექსით”, „რომ აგიხდეს ნატვრა” (2006).
- * * *
- დამცინიან – ყველა გასწრებს
- გაღვიძებას დილითო,
- რად ხარ ასე ძილისგუდა,
- რომ ვერ ძღები ძილითო?!
- ძილით როგორ უნდა გავძღე?! –
- მიკვირს, მიკვირს ძალიან,
- არასოდეს, არასოდეს,
- ძილი არ მიჭამია.