თარიშვილი ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო თარიშვილი

თარიშვილი ნინო (1904 – 1990), პოეტი და მთრგმნელი. დაიბადა სოფელ მირზაანში (დედოფლისწყარო). დაამთავრა თსუ-ს პედაგოგიური (სიბრძნისმეტყველების) ფაკულტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის განყოფილებები. 1926 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების კრებული „მზეში”, 1980 წელს – ლექსების კრებული „გვირილა”. ერთერთმა პირველმა გამოაქვეყნა წერილი „ბახტრიონში” (1923) ფიროსმანის შესახებ. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი. ნინო თარიშვილის პირადი არქივი ინახება გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში.


* * *
ვიცი, რომ მზითვად
არ მომცემენ „ვეფხისტყაოსანს”,
არც წასაღებად დაკეცავენ ქირმანის შალებს,
არც ქართულ კაბას
ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,
არც ვერცხლის ქამარს
მომავლებენ დარდიან წელზე.
ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ
გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები,
ვით მკვდარ მიმოზებს.
დავიმალები სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზე გადასული,
უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს
სიტყვა ქართული.
ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს
მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი
რადგან მზითევში არ მომცემენ
„ვეფხისტყაოსანს”.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები