თარხანოვი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარხანოვი ნიკოლოზ - (1879, თბილისი - ?) - სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

ბიოგრაფია

უმაღლესი განათლება მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღო. სტუდენტობის პერიოდში შეუერთდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთ პარტიას. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა ნაფიც ვექილად თბილისში.

1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში, წევრად დაასახელა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ. სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის პერიოდში გამოირჩეოდა ანტიქართული მოქმედებებით. 1918 წლის დეკემბერში პარლამენტის სხდომაზე დადგა მისი და მის თანაპარტიელ ლ. თუმანოვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ბრალად ედებოდა, მცხეთაში ძეგვის ხიდზე მოწყობილი ტერორისტული აქტის შემსრულებლებთან კავშირი.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119;
  • გაზ.„საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №109.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები