თაფლის არაყი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თაფლის არაყი – თაფლ-წყალში ყრიან თაფლისაგან გამოწურულ ან ანათალ ფიჭის ნაჭრებს და აცლიან დადუღებას. დადუღების შემდეგ ჩვეულებრივ გამოხდით მიიღება ცვილის არომატისა და გემოს არაყი, რომელსაც ცვილის არაყს, თაფლის არაყს, ხოლო გურიაში კი ბუზის არაყს უწოდებენ. ის სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება და ძვირადაც ფასობს.