თაღნარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არკატურა, თაღნარი —(ფრანგ. arcature - თაღების რიგი), დეკორაციული თაღების რიგი შენობის ფასადზე ან ნაგებობის კედელზე. თაღნარი ჩვეულებრივ მხოლოდ პლასტიკური მიზნითაა გამოყენებული. ცალკეულ შემთხვევაში თაღნარსა და კედელს შორის მცირე სივრცეა დარჩენილი. თაღნარი შეიძლება იყოს უწყვეტი ან დანაწევრებული.
X-XII საუკუნეებში ქართულ ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული იყო ფასადების ხუთთაღიანი კომპოზიცია (ოშკის, ბაგრატის, ალავერდის, სვეტიცხოველისა და სხვ. ტაძრები).