თაღოვანი გადახურვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თაღოვანი გადახურვა – შედგება ტალღოვანი, პრიზმული ან კასრული ნაკრები ელემენტებისაგან, ელემენტების პირაპირი სიგრძივი და განივი მიმართულებით გადაწყვეტილია დასატანებელი დეტალების შედუღებით, ხოლო შემდგომ ნაკერების ტალღისებური ელემენტების კედლებში შეიძლება გავაკეთოთ ხვრელები ზედა განათებისა ან აიროვანი ფარნების მოსაწყობად. თაღების განბრჯენას იკავებს საძირკველი, თუ თაღი დაყენებულია მიწაზე, საკოჭისა ან საყრდენი ჩარჩოს მეშვეობით.