თაღოვანი სახურავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
TaRovani saxuravi.jpg

თაღოვანი სახურავი (ინგლ. arched roof) – მრუდი სახურავი, რომელსაც თაღის ფორმა აქვს. გამოირჩევა ორიგინალობით, კარგი აეროდინამიკური მახასიათებლებით, სახურავზე არ ჩერდება თოვლი, რის გამოც საყრდენ ნაწილებზე მცირე დატვირთვა მოდის, ზრდის შიდა თავისუფალ სივრცეს. მზიდი საყრდენი კარკასის მოსაწყობად გამოიყენება ხის, ფოლადის, ალუმინისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები. შესაძლებელია თაღოვანი სახურავი მოეწყოს თვითმზიდ კარკასზეც.

ბურულისათვის გამოიყენება: ფურცლოვანი ფოლადი, დაპროფილებული ფენილი, ფიჭური პოლიკარბონატი და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები