თაღოვანი ხიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვის თაღოვანი ხიდი პარიზში, საფრანგეთი

თაღოვანი ხიდიხიდი, რომლის მზიდი კონსტრუქციები თაღები ან კამარებია. ასეთ ხიდებში ძალვები საყრდენებს გადაეცემა არა მარტო ვერტიკალურად, არამედ ჰირიზონტალურადაც (განმბჯენი), ხოლო მზიდი კონსტრუქციების ძირითადი ელემენტები მუშაობს კუმშვაზე.

რკინიგზის თაღოვანი ხიდი მდ. იანცზიზე, ქ. ნანკინი, ჩინეთი

ძველად თაღოვანი ხიდი ქვისგან აშენებდნენ, ამჟამად უპირატესობა ფოლადსა და რკინაბეტონს ენიჭება. სავალი ნაწილის მიხედვით არსებობს ზედა, შუა და ქვედა სვლით, რომელთაგან კონსტრუქციული და ატქიტექტურული თვალსაზრისით უმჯობესია თაღოვანი ხიდი ზედა სვლით, თუმცა ხიდის კონსტრუქციას და ფორმას განსაზღვრავს მდინარეში წყლის მაქსიმალური დონე, ნაპირების მდგომარეობა, დანიშნულება, ადგილმდებარეობა და სხვ.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები