თაშჩიანი მიქაელ დერენიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თაშჩიანი მიქაელ დერენიკ

მიქაელ დერენიკ თაშჩიანი – (დ.1925 - 1971 წ.შ.) სომეხი ბრიგადის გენერალი (01.10.1973);

დაიბადა ქ. ბინგემფტონში (ნიუ-იორკის შტატი, აშშ) ოჯახში, რომელიც ცხოვრობდა ბათომის ოლქის ქ. ართვინში (რომელიც მაშინ შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში) და წავიდა ემიგრაციაში აშშ-ში.

1944 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა და მოეწყო ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში, ხოლო 1948 წელს მიიღო წარჩინებულის დიპლომი და სამხედრო-საჰაერო ძალების ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

1952 წელს აგრეთვე დაამთავრა ამერიკის არმიის ომის წარმოების კოლეჯი, წარჩინებით გაიარა ჰარვარდის საქმიანი ადმინისტრირების უმაღლესი სკოლის პროგრამა და მიიღო სამხედრო-საჰაერო ძალების მაიორის წოდება. შემდგომში მან გაიარა სამხედრო- საჰაერო ძალების ინსტიტუტის სპეციალური მომზადების კურსი ოჰაიოს შტატში. ერთ-ერთი პირველი მისი დავალება იყო რაით-პატერსონის სამხედრო -საჰაერო ბაზის ავიაძრავებით მომარაგება.

1953-1958 წლებში ტაშჩიანი მეთაურობდა 132-ე საჰაერო ჯგუფს, რომელიც დისლოცირებული იყო კალოფორნიის შტატის, ქ. პასადენაში.

1955 წელს მას მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1958 წლიდან პოლკოვნიკი ტაშჩიანი აწარმოებდა მივლინებებს ევროპის ქვეყნებში, სადაც ეკავა საჰაერო სამმართველოს ერთ-ერთი ცენტრის, ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსის (ქ.ჰააგაში) და, აგრეთვე «Air Logistics» ლონდონის ოფისის ერთ- ერთი განყოფილების მმართველის თანამდებობები.

აშშ-ში დაბრუნებისთანავე, 1958 წლის აგვისტოში, მან დაიწყო მომზადება «North American Aviation» სამხედრო დაწესებულებაში (კალიფორნიის შტატის ქ. ლოს-ანჯელესი), ერთი წლის შემდეგ იგი დაინიშნა განყოფილების უფროსად ქ. რიჩმონდ ეირში (ვირჯინიის შტატი).

1961-1968 წლეში ტაშჩიანი მსახურობდა სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ერთ-ერთი პუნქტის უფროსად (ქ. მაიამი, ფლორიდის შტატი). შემდგომში მსახურობდა შეიარაღებული ძალების მომარაგების აღმასრულებელ დირექტორად. (ვირჯინიის შტატის, ქ. ალექსანდრია).

1971 წლის აგვისტოში იგი გადაიყვანეს აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბ-ბინაში, შტაბის უფროსის მოადგილედ და შესყიდვითი პოლიტიკის დირექტორის მოადგილედ.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, ტაშჩიანი ყველანაირად ეხმარებოდა სომხურ სათვისტომოებს ფულადი სახსრებით, სომხური სკოლების და ეკლესიების მშენებლობის საქმეში. გარდა ამისა, გენერალი ტაშჩიანი ეხმარებოდა სომეხ ყმაწვილებს, რომლებიც ესწრაფებოდნენ გაეკეთებინათ სამხედრო კარიერა.

სამსახურში წარჩინებისათვის მიღებული ჰქონდა დამსახურების ლეგიონის სამხედრო-საჰაერო ძალების მედალი, უმწიკვლო სამხედრო სამსახურისათვის I ხარ. მედალი, კონგრესის მედალი - (აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების საქმეში განსაკუთრებული ღვაწლის შეტანისათვის-1968).

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები