თახჩა (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თახჩა – სოფელი საქართველოში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტიკამის თემში, ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1915-1980 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 13 კმ მანძილზე, ნინოწმინდა-ფოკის საავტომობილო გზაზე.

მიდამოები უტყეოა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 106, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).

„თახჩა” თურქულენოვანი ტოპონიმია და თურქეთიდან გადმოსახლებულმა სომეხმა მოსახლეობამ დაამკვიდრა. 1918 წლამდე აქ გამაჰმადიანებული ქართველები ცხოვრობდნენ.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები