თბილისის აეროპორტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის აეროპორტი – საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომელიც მისგან სამხრეთაღ-მოსავლეთით 17 კილომეტრით არის დაშორებული. თბილისის აეროპორტი ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად. 2005 წლის 31 ოქტომბრიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი „TAV Urban Georgia”-ს მმართველობაში იმყოფება.

2007 წელს დასრულდა ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა, რომლის მეშვეობით სწრაფად განვითარდა და სტრატეგიული მნიშვნელობა მიიღო. აეროპორტს გააჩნია ფართო ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, ბაქანი და სამიმოსვლო გზა. მას საათში 2 000 მგზავრის მომსახურება შეუძლია და კავკასიის რეგიონის მთავარ კომერციულ და სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს. აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე აეროპორტისათვის საჭირო მომსახურებით, ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები