თბილისის სატელევიზიო ანძა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თბილისის სატელევიზიო ანძა − (თბილისის ტელეანძა) (ინგლ. Tbilisi TV Broadcasting Tower) – მდებარეობს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 719,2 მეტრის სიმაღლეზე. დამზადებულია ფოლადის მილოვანი კონსტრუქციებისაგან და მისი სიმაღლე 274,5 მ-ია, წონა 440 ტ. დაიდგა 1972 წელს. იგი ქვეყნის კავშირგაბმულობის უდიდესი საკომუნიკაციო ცენტრია.