თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სიმფონიეტა“ – დაარსდა 2008, სამხატვრო ხელმძღვანლი გ. ქერელაშვილი. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ორკესტრის კონცერტები იმართება როგორც საქართველოში ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა საქართველოს სიმფონიეტა კონცერტებს მართავს ისეთ შესანიშნავ დარბაზებში როგორიც არის ბერლინის კონცერტჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, მიუნჰენის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვ. ორკესტრი რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებში: თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი, თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, გუთიმლინგის საოპერო მუსიკის ფესტივალი (გერმანია) და სხვ. ორკესტრმა მიიღეს მონაწილეობა გდანსკის „გოლდბერგის ფესტივალზე“ (პოლონეთი), სადაც ბაროკოს ეპოქის ახლად აღმოჩენილი საპრემიერო ნაწარმოებები შეასრულეს.
2012 წელს ორკესტრმა შეიძინა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკო ორკესტრი კავკასიაში.