თეატრალური კრიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური კრიტიკა – ლიტერატურული შემოქმედების სფერო, რომელიც ასახავს თეატრის მიმდინარე მოვლენებს. თეატრალური კრიტიკა არსებობს განმაზოგადებელი სტატიების ფორმით (მაგ., ცალკეული თეატრების შემოქმედებითი პროცესების შესახებ, თეატრალური ცხოვრების ცალკეულ პრობლემებზე და ა.შ.), სპექტაკლებზე რეცენზიის, მსახიობის, რეჟისორის შემოქმედებითი პორტრეტების სახით (და ა.შ.).

თეატრალური კრიტიკა ერთგვარად ავლენს კიდეც თეატრალური კულტურის განვითარების მთავარ ტენდენციებს, მის კავშირს მაყურებელთან, საერთოდ, ცხოვრებრივ პროცესებთან. იგი თავისთავად დაკავშირებულია თეატრმცოდნეობასა და თეატროლოგიასთან და მისი სიღრმე მათ მეცნიერულ დონეზეა დამოკიდებული. ამასთანავე, აქტუალობის გამო, იგი აწვდის ცოცხალ მასალას მეცნიერულ დისციპლინებს იგი, აგრეთვე, დაკავშირებულია ლიტერატურულ კრიტიკასა და ლიტერატურისმცოდნეობასთან მასში აირეკლება ეპოქის ესთეტიკური აზრის სიმაღლე და თავადაც ხელს უწყობს სხვადასხვა თეატრალური სისტემების წარმოშობას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები